TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბერარდი:“ მე იუვენტუსში თამაში მინდოდა, თუმცა…“

სასუოლოს კაპიტანი დომენიკო ბერარდი გასული წლების განმავლობაში იუვენტუსის სატრანსფერო სიაში არაერთხელ მოხვდა, თუმცა იტალიელი ფეხბურთელის გაფორმება ბიანკონერის არ გამოუვიდა.

ამ თემაზე კომენტარი თავად 30 წლის იტალიელმა გააკეთა.

„იუვენტუსის ინტერესი ჩემთვის ახალი არ არის, ბიანკონერი ჩემ გაფორმებას გასულ წელსაც ცდილობდა და მე იუვენტუსში გადასვლა მსურდა, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს სწორი მომენტი იყო, თუმცა გუნდებმა საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლეს.“