TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბონანი:“ არ ველოდებოდი, რომ მოტას იდეებს იუვენტუსში ასე მოკლე დროში ვნახავდი“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ალესანდრო ბონანმა იუვენტუსში ტიაგო მოტას მუშაობა შეაფასა.

„მე იუვენტუსის კომპაქტურობამ, ბრძოლის სურვილმა და მენტალიტეტმა ძალიან გამაკვირვა.

„არ ველოდებოდი, რომ ბოლო წლებში არსებული პრობლემების შემდეგ, მოტა იუვენტუსს თავის ხელს ასე მოკლე დროში დაატყობდა.

„იუვენტუსი ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს, აქვს ბალანსი როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში და კარგად იცის, თუ როგორ გამოიყენოს სივრცეები მეტოქე გუნდის საჯარიმოსთან.

„ვფიქრობ, იუვენტუსი სეზონის მსვლელობისას კიდევ უფრო დაიხვეწება და მოტა ამბიციური მიზნებისთვის იბრძოლებს.“