TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ძამბროტა:“ იუვენტუსს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, მათგან მეტს ველოდები“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ საღამოზე ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„არის თუ არა ინტერი ფავორიტი ? დიახ, მაგრამ ნერაძურის ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე უწევს ბრძოლა, ანტონიო კონტეს ნაპოლის კი კონცენტრაციის სრულად სერია ა-ზე გაკეთება შეუძლია და ჩვენ ვიცით, რომ ანტონიო კონტე მარტივად არ დანებდება.

„იუვენტუსი ? გუნდმა ახალგაზრდა მწვრთნელი გაიფორმა, ვინც ბოლონიაში თავისი შესაძლებლობები და ხასიათი ყველას დაანახა. იუვენტუსს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, მათ ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან კარგი სტარტი აიღეს, სერია ა-ში კი შესაძლოა რამდენიმე მატჩში დაღლილობა ეტყობოდათ. ვფიქრობ, რაც დრო გავა და გუნდის ახალწვეულები ადაპტაციას გაივლიან, იუვენტუსი კიდევ უფრო ძლიერი გახდება.

„კამბიაზოსა და ძამბროტას შედარება ? მე ასეთი შედარებები არ მიყვარს, ყველა ფეხბურთელს თავისი უნიკალური მახასიათებლები აქვს. ანდრეა ბოლო წლებში საგრძნობლად განვითარდა, მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, ასეთი ფეხბურთელის შემადგენლობაში ყოლა კი ნებისმიერი მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბრემერი ? მისი ტრავმის გამო ძალიან ვწუხვარ. ის ძალიან კარგი ადამიანი და შესანიშნავი ფეხბურთელია. იუვენტუსმა მისი სახით მნიშვნელოვანი ფიგურა დაკარგა და მოტას ამ გამოწვევასთან გამკლავება მოუწევს. გლეისონს ყველაფერს საუკეთესოს და მოედანზე მაქსიმალურად მოკლე დროში დაბრუნებას ვუსურვებ.“