TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბოლონიამ იუვეს ბეუკემას ფასი შეუთვალა

იუვენტუსი გლეისონ ბრემერის შემცვლელის ძიებას აგრძელებს და ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე ბოლონიას უკანახაზელი სემ ბეუკემაა.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ბოლონია იანვარში ნიდერლანდელი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაიხდის.

ბეუკემას გარდა, იუვენტუსი სხვა რამდენიმე ფეხბურთელს, მათ შორის აიაქსის ჯორელ ჰატოსა და არსენალის იაკუბ კივიორს განიხილავს.