TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბრემერმა შესაძლოა საკლუბო მუნდიალზე თამაში შეძლოს

გლეისონ ბრემერის ოპერაციამ, რომელიც მან საფრანგეთში ჩაიტარა, წარმატებით ჩაიარა და ბრაზილიელი სარეაბილიტაციო პროცესს უკვე შეუდგა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ბრემერის მოედანზე ხილვა მიმდინარე სეზონში რთულად წარმოსადგენია, მაგრამ არის შანსი, რომ მან საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს.

საკლუბო მუნდიალი ამერიკის შეერთებულ შტატებში 15 ივნისს აიღებს სტარტს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ბრემერი იმ დროისთვის სათამაშოდ მზად იქნება.

42 views
error: დაცული კონტენტი !