აინტრახტის ფორვარდი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში
იუვენტუსი ვიცე-ვლაჰოვიჩის ძიებას აგრძელებს და Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდის პოტენციური კანდიდატების სიას აინტრახტის ფორვარდი ომარ მარმუში შეუერთდა.
ეგვიპტელ ფორვარდს, ვისაც როგორც ცენტრში, ასევე ფლანგებზე შეუძლია თამაში, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რითიც არაერთი ევროპული გრანდის, მათ შორის იუვენტუსის, არსენალის და ლივერპულის ინტერესი დაიმსახურა.
25 წლის ფორვარდის გაფორმება იუვენტუსს იანვარში დაახლოებით 25-30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.