TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს კონსეისაუს დისკვალიფიკაციის გასაჩივრების უფლება არ ექნება

იმის მიუხედავად, რომ AIA-მ ფრანცისკუ კონსეისაუს ეპიზოდში მთავარი არბიტრის მიერ დაშვებული შეცდომა აღიარა, იუვენტუსს პორტუგალიელი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციის გასაჩივრების უფლება არ ექნება.

Lega Pro-ს რეგულაციების თანახმად, გუნდს გასაჩივრება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ფეხბურთელმა პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო, ორი ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში კი დისკვალიფიკაცია ძალაში რჩება.

მეტიც, კონსეისაუს არარსებული სიმულაციის გამო როგორც ლაციოსთან მატჩის გამოტოვება, ასევე ჯარიმის სახით 2,000 ევროს გადახდა მოუწევს…