TuttoJuve

Juve per sempre sarà

სულეს ტრანსფერით ლაციოც ინტერესდება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ტალანტის მატიას სულეს მსურველთა გრძელ სიას ლაციოც შეემატა.

წყაროს ცნობით, გუნდში არგენტინელი ტალანტის ხილვა პირადად კლაუდიო ლოტიტოს სურს, მაგრამ არწივებს ფეხბურთელის გაფორმება გაუჭირდებათ.

სულეს გაფორმების სურვილი გასულ კვირებში არაერთმა იტალიურმა და ევროპულმა გუნდმა გამოთქვა, მაღალ კონკურენციას კი მაღალი ფასიც ემატება, იუვენტუსი ფეხბურთელის გაყიდვას 30-35 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს.

27 views
error: დაცული კონტენტი !