TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჩელსი იანვარში ვლაჰოვიჩის გაფორმებას ეცდება

გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, ლონდონის ჩელსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმებას ეცდება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ვლაჰოვიჩს გუნდის პროექტის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მოიაზრებს, თუმცა თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მის სანაცვლოდ 90-100 მილიონს გადაიხდის, ბიანკონერი სერბის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

ჩელსის გარდა, ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს მანჩესტერ იუნაიტედი და არსენალიც იჩენენ.