TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბონინი:“ ტიაგო მოტამ იუვენტუსი უმოკლეს დროში შეცვალა“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო ბონინიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„კალიარისთან მატჩი ? ჩემპიონთა ლიგაზე ლაიფციგის წინააღმდეგ ასეთი რთული და დამღლელი მატჩის შემდეგ, გარკვეული სირთულეები მოსალოდნელი იყო. იუვენტუსმა ძალიან ბევრი შანსი შექმნა და თამაშის მოკვლა მართებდა, თუმცა მომენტები ვერ გამოიყენა, რის გამოც დაისაჯა კიდეც.

„უნდა აღინიშნოს, რომ ტიაგო მოტამ იუვენტუსი რადიკალურად შეცვალა და ამის გაკეთება ახალი ფეხბურთელებით, ძალიან მოკლე დროში გააკეთა. გუნდი სულ სხვა სტილის ფეხბურთს, სულ სხვა მენტალობით თამაშობს. ისინი დაცვაში კვლავ ძალიან კარგები არიან, შეტევაში კი უფრო ინტენსიურები არიან და მეტ საგოლე მომენტს ქმნიან.

„ვლაჰოვიჩი ? მისგან, როგორც სხვა უმაღლესი დონის ფორვარდისგან, ყველა ყოველთვის გოლის მოლოდინშია. ვფიქრობ, დუშანს გასულ წლებთან შედარებით გაცილებით უკეთესი სეზონი აქვს, თუმცა გუნდი ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ უნდა იყოს, გოლები სხვებმაც უნდა გაიტანონ.

„ფაჯოლი და მაკკენი ? მათი კარგი თამაში ჩემთვის გასაკვირი არ არის. ფაჯოლის გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა მისი ხარისხი ყოველთვის აშკარა იყო, მაკკენი კი ძალიან შრომისმოყვარე, სწრაფი ფეხბურთელია, ასეთი მოთამაშეების ყოლა მწვრთნელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბრემერი ? მისი ტრავმა იუვენტუსისთვის დიდი დანაკლისია. კალულუ და გატი შესანიშნავად გამოიყრებიან, მაგრამ ბრაზილიელი სულ სხვა კალიბრის ფეხბურთელია. იმედი მაქვს, ის მოედანზე კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება.

„შკრინიარი ბრემერის პოტენციურ შემცვლელად ? ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, ვინც სერია ა-ს კარგად იცნობს და ეჭვგარეშეა, რომ თუ გუნდი მილანს დაიმატებს, ის იუვენტუსს გააძლიერებს.

„პოგბა ? მე მას დიდ პატივს ვცემ, თუმცა იუვენტუსმა აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე უნდა გააკეთოს. ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის ფონზე, იუვენტუსს აღარ აქვს ფუფუნება, პოგბას მეტი დრო მისცეს.“