TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დელ პიერო იუვეში ბრუნდება, ალექსის შვილი ბიანკონერის ასაკობრივ გუნდს შეუერთდა

იუვენტუსის ლეგენდარული ფეხბურთელის ალესანდრო დელ პიეროს შვილი ტურინული გრანდის ასაკობრივი გუნდის წევრი გახდა.

დოროთი დელ პიერო მიმდინარე სეზონში ტურინული გრანდის ქალების 17-წლამდელთა გუნდში ითამაშებს.

დელ პიერო იუვენტუსის რიგებში ოფიციალურად 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდება. ალექსმა ბიანკონერი 2012 წელს დატოვა და ავსტრალიაში გადაბარგდა, კარიერა კი 2014 წელს ინდოეთში დაასრულა.