TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დი გრეგორიო:“ იუვენტუსის რიგებში თამაში დიდი პატივია“

იუვენტუსის კარის დარაჯმა მიკელე დი გრეგორიომ, ვინც იტალიის ნაკრებში პირველად გამოიძახეს, Sky Sport-თან ისაუბრა.

„რას ნიშნავს იუვენტუსში თამაში ? მე ამის გამო ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. ასეთი გუნდის, ასეთ მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან ერთად თამაში შესანიშნავია, მაგრამ ახლა მე ნაკრებში ვარ და სრული კონცენტრაცია იტალიის წარმატებაზეა მიმართული.

„მოტა ? ის თითოეული ჩვენგანისგან მისი იდეების მაქსიმალურად კარგად შესრულებას ითხოვს, იმის მიუხედავად, თუ რა ასაკის არის ფეხბურთელი. ის ჩვენგან მაქსიმალურად საბრძოლო მენტალიტეტს და მოედანზე ყოველთვის 100 პროცენტით დახარჯვას ითხოვს, რაც მე ძალიან მომწონს.

„კონკურენცია ? მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და გუნდის დასახმარებლად მზად ვარ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მწვრთნელი იღებს. პერინი დიდებული კიპერი და შესანიშნავი ადამიანია, კონკურენცია ორივე ჩვენგანს განვითარებაში გვეხმარება.“