TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე კალულუს გამოსასყიდ თანხას გადაიხდის

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს გაფორმებულ პიერ კალულუს იუვენტუსის ბევრი ქომაგი ეჭვის თვალით უყურებდა, თუმცა ფრანგმა ფეხბურთელმა უკვე დაამტკიცა, რომ ის ზაფხულის ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერია.

24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ მათგანში კალულუ იუვენტუსის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

SportItalia-ს ინფორმაციით, იუვენტუსს კალულუს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ბიანკონერი მის სანაცვლოდ მილანს 14 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 3 მილიონი დაემატება.