TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბრემერის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

იუვენტუსის მცველმა გლეისონ ბრემერმა დღეს ლიონში მარცხენა მუხლის ჯვარედინ იოგებზე დაგეგმილი ოპერაცია ჩაიტარა.

რომეო აგრესტის ინფორმაციით, ოპერაციამ წარმატებით, ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა.

ბრემერი სარეაბილიტაციო პროცესს უახლოეს პერიოდში დაიწყებს, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ბრაზილიელი მიმდინარე სეზონში მოედანზე გამოჩნდება.