TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე გარნაჩოს ტრანსფერით ინტერესდება

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედის ტალანტის ალეხანდრო გარნაჩოს ტრანსფერით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, 20 წლის ფეხბურთელს ერიკ ტენ ჰაგთან ცუდი ურთერთობა აქვს და ზამთარში გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

გამოცემის ინფორმაციით, ახალგაზრდა ესპანელის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი, მათ შორის იუვენტუსი და ბარსელონა იჩენენ. მისი გაფორმება დაახლოებით 45-50 მილიონად არის შესაძლებელი.

32 views
error: დაცული კონტენტი !