TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვემ ბრემერის პოტენციური შემცვლელი შეარჩია

კრისტიანო ჯუნტოლიმ გლეისონ ბრემერის პოტენციური შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო და ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს.

იტალიური წყაროების ცნობით, ბიანკონერი ბოლონიას მცველის სემ ბეუკემას ტრანსფერით ინტერესდება.

25 წლის ფეხბურთელის გუნდში ხილვა პირადად ტიაგო მოტას სურს. მისი ფასი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაახლოებით 15-20 მილიონი ევრო იქნება.