TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩი ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძოლებს

იუვენტუსის ფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩი ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძოლებს.

სერბმა ფორვარდმა ლაიფციგის კარში ორი შესანიშნავი გოლი გაიტანა, გუნდს 3 ქულა მოუპოვა და მატჩის MVP-ს ჯილდოც დაიმსახურა.

ვლაჰოვიჩს კონკურენციას დორტმუნდის ადეიემი, ინტერის ტარემი და ბრესტის სიმა გაუწევენ.