TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბრემერს ჯვარედინი იოგების ტრავმა დაუდასტურდა…

გლეისონ ბრემერმა რამდენიმე წუთის წინ J Medical-ში სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა და სამწუხაროდ, ბრაზილიელ მცველს როგორც ჯვარედინი იოგების ტრავმა, ასევე მენისკის დაზიანება დაუდასტურდა.

ბრემერი ოპერაციას ავსტრიაში ჩაიტარებს და მინიმუმ 7 თვე მოედანზე დაბრუნებას ვერ შეძლებს.

ნიკო გონსალესს რაც შეეხება, მას კუნთის ტრავმა დაუდასტურდა, რის გამოც არგენტინელი 30 დღე იუქმებს.