TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ამბროზინი:“ იუვენტუსმა შესანიშნავი ხასიათი გამოავლინა“

მილანის ლეგენდამ მასიმო ამბროზინიმ ლაიფციგი – იუვეს მატჩი შეაფასა.

„იუვენტუსმა გუშინდელ მატჩში წარმოუდგენელი გუნდური სულისკვეთება და ხასიათი გამოავლინა.

„მიდგომა მატჩისადმი, დამოკიდებულება და ბრძოლის სურვილი მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი შენს საწინააღმდეგოდ მიდის. ასეთ გამარჯვებას მთელი სეზონის მსვლელობის შეცვლა შეუძლია.

„საუკეთესო ფეხბურთელები ? ვლაჰოვიჩი, ფაჯოლი და კალულუ, რომელმაც გუნდი გაშვებულ გოლს 2-ჯერ გადაარჩინა.“