TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩი:“ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი სირთულის დაძლევა შეგვიძლია“

იუვენტუსის ფორვარდმა დუშან ვლაჰოვიჩმა, ვინც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, განსაკუთრებით გუნდის წარმატების გამო. თითქმის 45 წუთი 10 კაცით თამაში მოგვიწია, თუმცა ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი სირთულის დაძლევა შეგვიძლია. ჩვენ გუნდურად ვიბრძოლეთ, გავაგრძელეთ პრესინგი და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.

„რომელ გოლს გამოვარჩევდი ? ჩემთვის მთავარი გუნდის გამარჯვებაა, ასეთი რთული გამარჯვება ჩვენს თავდაჯერებულობასა და მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის.

„თითოეულმა ჩვენგანმა გუნდისთვის ბრძოლა გააგრძელა, მინდა თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო და მივულოცო, ეს შესანიშნავი საღამო იყო.“