TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი:“ წინ შესანიშნავი საღამო გველოდება, მილიკის სიტუაცია ?…“

იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ლაიფციგთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„წინ შესანიშნავი მატჩი გველოდება. მოედანზე ვნახავთ გუნდებს, რომლებსაც კარგი ფეხბურთის თამაში და გამარჯვება სურთ, ეს შესანიშნავი საღამო იქნება.

„ფაჯოლის პროგრესი ? ჩვენ როგორც ნიკოლოს, ასევე სხვა ფეხბურთელების პროგრესის გამო ბედნიერები ვართ. ჩვენ პროექტი ახლახანს დავიწყეთ, თუმცა ვიცით, რომ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, თუმცა დაუღალავი მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.

„მილიკის სიტუაცია ? ჩვენ არეკის გამო ვწუხვართ. ტიაგომ დაამტკიცა, რომ ფორვარდის პოზიციაზე ვლაჰოვიჩის ალტენრატივები გვყავს. იმედი მაქვს, არეკი მოკლე დროში დაგვიბრუნდება.“