TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კამბიაზო:“ იუვენტუსისთვის ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები, ყველაზე რთული მეტოქეები ? კვარა და ლეაუ…“

იუვენტუსის ფეხბურთელმა ანდრეა კამბიაზომ ახალგაზრდა ტიფოზების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

„რჩევები ახალგაზრდა ფეხბურთელებს ? იყავით ვნებიანი იმ საქმეში, რასაც აკეთებთ. თქვენ თქვენს საქმეში ბოლომდე უნდა დაიხარჯოთ. მე იუვენტუსში მოსახვედრად ძალიან ბევრი ვიმუშავე, ამასთან ერთად კი გამიმართლა, რომ აქ თამაშის საშუალება მაქვს.

„პირველი გოლი იუვეს მაისურით ? მე იმ მომენტში ვერაფერს ვაანალიზებდი, ეს ოცნების ახდენა იყო. ამ მაისურით თამაში და გოლის გატანა მსოფლიოში საუკეთესო რამ არის და იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ოცნებას თქვენც აიხდენთ.

„საყვარელი პოზიცია ? თავს ყველაზე კომფორტულად ფლანგის მცველის ამპლუაში ვგრძნობ, მაგრამ ვითამაშებ იქ, სადაც გუნდს დასჭირდება.

„ყველაზე ძლიერი მეტოქეები ? ამ მომენტისთვის ლეაუ და კვარა ყველაზე რთული მეტოქეები იყვნენ.

„ნაკრებში თამაში ? ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პატივი. იმედი მაქვს, ნაკრებს დიდი ხანი დავეხმარები.

„რას ნიშნავს იუვენტუსი ? იუვენტუსის მაისურის ტარება არის უდიდესი წნეხი, რომელთან მიჩვევასაც გარკვეული დრო სჭირდება. ახლა მე უფრო კონცენტრირებული ვარ, თუმცა მატჩის დაწყებამდე ნერვიულობა მაინც არსებობს.“