TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბალძარინი:“ ვლაჰოვიჩს ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად დრო წლის ბოლომდე აქვს“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანი ბალძარინიმ დუშან ვლაჰოვიჩის კონტრაქტის სიტუაციაზე ისაუბრა.

ვლაჰოვიჩის მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და მისი ხელფასი იუვენტუსს წლიურად 22 მილიონი ევრო უჯდება. ბიანკონერის მისი ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივება და ხელფასის 9-10 მილიონამდე შემცირება სურს.

„იუვენტუსსა და ვლაჰოვიჩს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება და შემიძლია გითხრათ, თუ მან დეკემბრის ბოლომდე ახალი კონტრაქტი არ გააფორმა, კრისტიანო ჯუნტოლი ახალი ფორვარდის ძიებას დაიწყებს.

„იუვენტუსი კიეზას სიტუაციის განმეორებას და ვლაჰოვიჩის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს იაფად გაყიდვას არ აპირებს, ამიტომ სერბს მოსაფიქრებლად დრო წლის ბოლომდე აქვს.“