TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ამორუზო:“ იუვენტუსს სკუდეტოს მოგება შეუძლია“

იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელის ნიკოლა ამორუზოს აზრით, ახალი პროექტის დაწყების მიუხედავად, ტურინულ გრანდს ტიტულის მოგება ამ სეზონშივე შეუძლია.

„იუვენტუსს სკუდეტოს მოგება შეუძლია და ამის ფიქრის საფუძველს რამდენიმე ფაქტორი მაძლევს.

„პირველ რიგში, ტიაგო მოტას გუნდში მიყვანა ისეთმა ჩემპიონმა და პროფესიონალმა გადაწყვიტა, როგორიც კრისტიანო ჯუნტოლია. იუვენტუსმა ტიაგოს მაღალი ამბიციებისთვის საბრძოლველად ყველა კომფორტი შეუქმნა, მოუყვანა შესანიშნავი ფეხბურთელები.

„მოტა იყო გამარჯვებული ფეხბურთელის ამპლუაში და მან უკვე დაამტკიცა, რომ კიდევ უფრო უკეთესი მწვრთნელია. რა თქმა უნდა, გუნდს ამდენი ცვლილების შემდეგ ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა მათ ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ.“