TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სოსიედადის კაპიტანი კიეზას ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება

იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ფედერიკო კიეზას გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, ბიანკონერის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე რეალ სოსიედადის მიკელ ოიარსაბალი იქნება.

წყაროს ცნობით, 27 წლის ესპანელი ფეხბურთელის გუნდში ხილვა პირადად კრისტიანო ჯუნტოლის სურს. ბიანკონერის დირექტორი მიკელს ჯერ კიდევ ნაპოლიში მუშაობის დროიდან მოყოლებული აკვირდება და მის გაფორმებას ამჯერად იუვენტუსში ეცდება.

ესპანელი ფეხბურთელის ფასი, რომელმაც გასულ სეზონში 14 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, დაახლოებით 35-40 მილიონი ევროა.