TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე კალულუს გამოსყიდვას გეგმავს

სეზონი ჯერ ახალი დაწყებულია, თუმცა იუვენტუსმა პიერ კალულუს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

ფრანგმა ფეხბურთელმა თავი როგორ ცენტრში, ასევე მარჯვენა მცველის ამპლუაში შესანიშნავად წარმოაჩინა და დანიელე ლონგოს ცნობით, იუვენტუსი ფრანგი ფეხბურთელის გამოსყიდვას გეგმავს.

კალულუ იუვენტუსს 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, რის სანაცვლოდაც იუვენტუსმა 3 მილიონი გადაიხადა, მისი შემდგომში 14 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რასაც ბონუსების სახით 3 მილიონი დაემატება.