TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გრაციანი:“ ვლაჰოვიჩის კრიტიკა გადაჭარბებულია, მას საკმარისად არ ამარაგებენ“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფორვარდმა ფრანცესკო გრაციანიმ დუშან ვლაჰოვიჩის სიტუაცია შეაფასა.

„ვფიქრობ, ვლაჰოვიჩის კრიტიკა გადაჭარბებულია. დუშანს მეტი შეუძლია, მაგრამ გოლის გატანა მარტივი არ არის, თუ შენამდე ბურთი 20 წუთში ერთხელ მოაქვთ.

„ასეთ სიტუაციაში გოლების გატანა ნებისმიერ ფორვარდს, მათ შორის ლევანდოვკის და მბაპეს გაუჭირდებოდა.

„ეს სწორედ მოტას ამოცანაა, რომ ვლაჰოვიჩი საუკეთესოდ გამოიყენოს.“