TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კაპელო:“ ვლაჰოვიჩი მოტას სტილის ფორვარდი არ არის“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ იუვენტუსში დუშან ვლაჰოვიჩის ცუდი თამაშის მიზეზებზე ისაუბრა.

„ვლაჰოვიჩი ზირკზეე არ არის, ის ტიაგო მოტას სქემაში ვერ ჯდება. დუშანი არის საჯარიმოს ფორვარდი და ბურთის ამოტანა მისი ძლიერი მხარე არ არის.

„მოტამ ნაპოლისთან მეორე ტაიმში ფორვარდის პოზიციაზე ვეა სცადა, თუმცა პარტენოპეიმ კიდევ უფრო უკან დაიწია, ასეთ დროს კი სწორედ ვლაჰოვიჩი იყო საჭირო, ვინც ჩაწოდებებზე უფრო სახიფათო იქნებოდა.“