TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბალოტელი:“ ვლაჰოვიჩი ძალიან კარგი ფორვარდია, მოტა ?…“

იტალიელმა ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ DAZN-თან დუშან ვლაჰოვიჩისა და ტიაგო მოტას შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ვლაჰოვიჩი ? მე ის ძალიან მომწონს, დუშანი ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია, აქვს ტექნიკურად კარგი მახასიათებლები და მეტოქის საჯარიმოში ძალიან კარგად გადაადგილდება.

„მოტა ? ვიცოდი, რომ ტიაგო მწვრთნელი გახდებოდა. ის ფეხბურთელობის დროსაც ძალიან ჭკვიანი იყო და მატჩის დინამიკას კარგად ხედავდა. მას ბარსელონას სკოლა აქვს გამოვლილი და არ მიკვირს, რომ მისი გუნდები ხშირად დომინანტური ფეხბურთის თამაშს ცდილობენ.“