TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პოზიტიური ინფორმაცია იუვენტუსის ლაზარეთდან

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფედერიკო გატი ნაპოლისთან მატჩისთვის მზად იქნება.

წყაროს ცნობით, პსვ-სთან მიღებული მცირე ტრავმის მიუხედავად, იტალიელმა ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა და პარტენოპეის წინააღმდეგ სათამაშოდ მზად არის.

შეგახსენებთ, იუვენტუსი ნაპოლის ტურინში ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე უმასპინძლებს.