TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დი ლივიო:“ ილდისის დელ პიეროსთან შედარება თურქს არ ეხმარება…“          

იუვეს ყოფილი ფეხბურთელის ანჯელო დი ლივიოს აზრით, კენან ილდისის დელ პიეროსთან შედარება ჯერ ძალიან ადრეა და ეს თურქ ფეხბურთელზე არასაჭირო ზეწოლას ქმნის.

„ვფიქრობ, დღეისათვის ილდისის დელ პიეროსთან შედარებით ჩვენ კენანის მიმართ წნეხს ვზრდით. მათი თამაშის სტილში გარკვეული მსგავსება მართლაც არის, მაგრამ ჯერჯერობით ილდისი ძალიან ახალგაზრდაა და დიდი გზა აქვს გასავლელი.

„თუ მან განვითარება გააგრძელა, რამდენიმე წელში მისი და ალექსის შედარება მართებული იქნება, ახლა კი მას მშვიდად მუშაობისა და განვითარების საშუალება უნდა მივცეთ.“