TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტაკინარდი:“ კონტე ტურინში ჩავა და კარებში ავტობუსს ჩააყენებს“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ნაპოლისთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„კონტე ტურინში ჩავა და კარში ავტობუსს ჩააყენებს, ამაში ეჭვიც კი არ მეპარება.

„კონტეს ნაპოლი კლასიკური იტალიური გუნდია, რომელიც კვირაში მხოლოდ ერთხელ თამაშობს, ამიტომ გუნდი მოედანზე მაქსიმალური მოტივაციით გავა. იუვენტუსს წინ ძალიან რთული დაპირისპირება ელოდება.

„გასულ ტურებში გამოჩნდა, რომ ამ მომენტისთვის იუვენტუსს დაცვაში ჩამჯდარი გუნდების წინააღმდეგ თამაში უჭირს. ვნახოთ, გაართმევს თუ არა ტიაგო მოტა თავს ამ ამოცანას.“