TuttoJuve

Juve per sempre sarà

გატი ნაპოლისთან დიდი ალბათობით ვერ ითამაშებს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფედერიკო გატი იუვენტუსს სერია ა-ს მომდევნო ტურში ვერ დაეხმარება.

იტალიელმა მცველმა კოჭის ტრავმა პსვ-სთან მატჩში მიიღო და წყაროს ცნობით, იმის მიუხედავად, რომ ფედერიკოს დაზიანება სერიოზული არ არის, მას სავარაუდოდ პარტენოპეის წინააღმდეგ შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

თუ გატიმ თამაში ვერ შეძლო, მას სასტარტო შემადგენლობაში დანილო შეცვლის.

45 views
error: დაცული კონტენტი !