TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტაკინარდი:“ ნაპოლი იუვესთვის უმნიშვნელოვანესი გამოცდა იქნება“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ Tuttomercato-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მოტამ სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, მისი გამბედაობა, საფეხბურთო სტილი და მიდგომა ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ ქებას იმსახურებს. პსვ-სთან მატჩში მისმა გუნდმა აჩვენა, რომ შეუძლია როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში სოლიდური თამაში. ბოლო წუთზე გოლის გაშვება სამწუხაროა, თუმცა ასეთ ანგარიშზე ბოლო წამებზე კონცენტრაციის დაკარგვისგან დაზღვეული არავინ არის.

„ახალწვეულები ნელ-ნელა ადაპტაციას გადიან და დროთა განმავლობაში იუვენტუსი კიდევ უფრო გაძლიერდება. მინდა გამოვყო კოპმეინერსი, ის შესანიშნავი ხარისხის ფეხბურთელია.

„ილდისი ? მე მისი თავმდაბლობა ძალიან მომწონს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. რა თქმა უნდა, ჯერ ის დელ პიეროს დონეზე არ არის, მაგრამ კენანს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

„ვლაჰოვიჩი ? მისი მთავარი პრობლემა მენტალობაა, ის გაცუდებულ მომენტს ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევს, დუშანი მეტად თავისუფალი უნდა იყოს, სიმშვიდე შეინარჩუნოს და გოლები აუცილებლად მოვა, რადგან ის შესანიშნავი ფორვარდია.

„ნაპოლისთან მატჩი ? ეს ძალიან მნიშვნლეოვანი გამოცდა იქნება. გამოჩნდა, რომ იუვეს დაცვაზე ორიენტირებულ გუნდებთან თამაში შედარებით უჭირს და ვფიქრობ, კონტე სწორედ ასეთ სტრატეგიას აირჩევს. ნაპოლი სკუდეტოსთვის მებრძოლ გუნდთა შორის არის და ეს პირდაპირი კონკურენტების დაპირისპირება იქნება.“