TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლივერპული ბრემერის გაფორმებას ზაფხულში ეცდება

ბრიტანული წყაროების ცნობით, ლივერპული იუვენტუსის მცველის გლეისონ ბრემერის გაფორმებას ზაფხულში კიდევ ერთხელ ეცდება.

სქაუზერები ვეტერანი ვირჯილ ვან დეიკის შემცვლელის ძიებაში არიან და FootballInsider-ის ცნობით, ინგლისური გრანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ გლეისონ ბრემერი იქნება.

ბრემერმა მიმდინარე სეზონიც შესანიშნავად დაიწყო და ის იუვენტუსში წამყვან ფიგურად მოიაზრება, ამიტომ ლივერპულს მის გასაფორმებლად ტურინული გრანდისთვის მნიშვნელოვანი წინადადების გაკეთება მოუწევს. კრისტიანო ჯუნტოლი ბრაზილიელის გაშვებას 70-75 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს.

error: დაცული კონტენტი !