TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პსვ-ს მწვრთნელი:“ იუვენტუსმა სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა“

პსვ-ს თავკაცმა პიტერ ბოშმა იუვენტუსთან მატჩი შეაფასა.

ტიაგო მოტას კომენტარი იხილეთ აქ.

„ჩვენ საკმარისი არ გავაკეთეთ, მეტოქემ გვაჯობა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

„ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ აშკარაა, რომ საკმარისად კარგები არ ვიყავით, ბურთს ძალიან მარტივად ვკარგავდით და საერთო ჯამში ცუდი შეხვედრა ჩავატარეთ.

„როგორც წესი, ჩვენ ბურთს ასე მარტივად არ ვკარგავთ, თუმცა დღეს ჩვეული სიზუსტე გვაკლდა და დამსახურებულად დავმარცხდით, სხვა სათქმელი არაფერია.“