TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ პოზიტიური შედეგი, ახლა ნაპოლიზე ფიქრის დროა“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ პსვ-სთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მაკკენი ? მე ის მომწონს, როგორც იუვენტუსის სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი. დღეს ძალიან მნიშვნლეოვანი მატჩი იყო და როგორც ვესმა, ასევე სხვებმა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარეს. ეს პოზიტიური შედეგია, ახლა კი მომდევნო შეხვედრაზე ვფიქრობთ. მაკკენი იუვენტუსის წევრია და მან ეს დაიმსახურა.

„გატი ? ის თავს კარგად გრძნობს, სერიოზული არაფერია.

„გაშვებული გოლი ? ეს მე საერთოდ არ მადარდებს.

„რატომ მაკკენი სასტარტოში ? ჩემი მოვალეობა მინდორზე საუკეთესო ფორმაში მყოფი 11 ფეხბურთელის გაშვებაა. მაკკენი ძალიან ბევრს მუშაობს და მან სათამაშო დრო დაიმსახურა, რაც დაამტკიცა კიდეც.

„ვლაჰოვიჩი ? დუშანი როგორც ვარჯიშებზე, ასევე მატჩების დროს ბოლომდე იხარჯება. მისი თამაშის განსჯა მხოლოდ გოლებით არ შეიძლება, ის გუნდს ძალიან ეხმარება, მათ შორის დაცვით ფაზაში. ფორვარდებს ყოველთვის გოლების გატანა უნდათ, მაგრამ ვლაჰოვიჩი ძალიან სასარგებლოა, გოლები კი აუცილებლად იქნება.

„რა ასპექტებში უნდა მოვუმატოთ ? ვფიქრობ, ჩვენ დღეს პსვ-ს გარკვეულ ეპიზოდებში ზედმეტად დიდი თავისუფლება მივეცით. ჩვენ ბურთის ფლობის მხრივ უკეთ უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ დონე და ინტენსიობა კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ და 90 წუთი შევინარჩუნოთ. საბოლოო ჯამში შედეგი პოზიტიურია, ახლა კი ნაპოლიზე ფიქრის დროა.”