TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეინერსი:“ აქ ყოფნა და ჩემპიონთა ლიგზე თამაში ძალიან მახარებს“

იუვენტუსის ნახევარმცველმა ტეუნ კოპმეინერსმა პსვ-სთან მატჩი შეაფასა.

„მე აქ ყოფნის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, ეს დიდებული გუნდია. ამ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლა მინდა.

„ჩვენ 3-1 გავიმარჯვეთ, შედეგი პოზიტიურია, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია. ჩვენ ბურთი მეტად უნდა გავაკოტნროლოთ და მეტი მომენტი შევქმნათ. იუვემ ემპოლისთანაც კარგად ითამაშა, მაგრამ სამწუხაროდ გოლის გატანა ვერ შევძელით.

„რა ასპექტებში უნდა მოვუმატოთ ? ჩვენ კარგი კომბინაციები გვქონდა, მაგრამ ეს უფრო მეტად უნდა გავაკეთოთ. ჩვენ მატჩის კონტროლი არა 30 ან 60 წუთი, არამედ მთელი შეხვედრის განმავლობაში გვსურს.

„როგორ ფორმაში ვარ ? ჯერჯერობით 100 პროცენტით მზად არ ვარ, მაგრამ გასულ კვირებში ძალიან კარგად ვივარჯიშე და ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ. მე მუშაობას ვაგრძელებ და ძალიან მალე გუნდს ჩემს მაქსიმუმს მივცემ.“