TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გონსალესი:“ მატჩის დაწყებას მოულოდნელად ველოდები“

იუვენტუსის ფეხბურთელმა ნიკო გონსალესმა პსვ-სთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

მატჩის ტრანსლაციის ლინკები იხილეთ აქ.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ და ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება მატჩი. ჩვენ ვიცით, რომ წინ რთული შეხვედრა გველოდება, პსვ კარგი გუნდია, ჩვენ მათ მატჩებს ვუყურეთ და გამოწვევებისთვის მზად ვართ.

„ჩვენ სწორ გზაზე ვართ, თითოეული ჩვენგანი ვარჯიშებზე დაუღალავად მუშაობს და გვინდა, ქომაგებს შესანიშნავი საღამო ვაჩუქოთ. ჩემპიონთა ლიგაზე კარგი სტარტი ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.“