TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დუგლას ლუისის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებში წინსვლა ვერ ხერხდება

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსში დუგლას ლუისის ტრანსფერის თაობაზე წინსვლა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

გუნდებს შორის ტრანსფერის ფორმულა უკვე შეთანხმებულია, რომლის მიხედვითაც ინგლისელები ბრაზილიელის სანაცვლოდ უესტონ მაკკენის, სამუელ აილინგ-ჯუნიორსა და 20 მილიონს მიიღებენ, მაგრამ პრობლემა მაკკენის პირადი კონტრაქტია.

წყაროს ცნობით, ამერიკელი ფეხბურთელი ინგლისელებისგან წლიური გასამრჯელოს სახით 6-6.5 მილიონ ევროს ითხოვს, ამის გარდა კი იუვენტუსისგან ასტონ ვილაში გადასასვლელად გარკვეული ფინანსური კომპენსაციის მიღება უნდა, რაც ამ მომენტში სიტუაციას საგრძნობლად ართულებს.