TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ილდისი დელ პიეროს რეკორდს უმიზნებს

იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პსვ-სთან მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია და როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრა მიმდინარე სეზონში სრული ანშლაგით ჩაივლის.

მოსალოდნელია, რომ ტიაგო მოტა კენან ილდისს სასტარტო შემადგენლობაში დააყენებს და თურქ ფეხბურთელს მისი კუმირისა და იუვენტუსის ლეგენდის ალექს დელ პიეროს რეკორდის მოხსნა შეეძლება.

თუ ილდისი გოლს გაიტანს, ის გახდება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იუვენტუსის ისტორიაში, ვინც თავის გამოჩენას შეძლებს. ახლა ეს რეკორდი ალექს დელ პიეროს ეკუთვნის, მან იუვეს მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი 20 წლისა და 308 დღის ასაკში გაიტანა, ილდისი კი 19 წლისა და 136 დღის გახლავთ.