TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რაჰმანი:“ იუვენტუსთან გამოჩნდება, თუ რამდენად კარგ ფორმაში ვართ…“

ნაპოლის ფეხბურთელმა ამირ რაჰმანიმ იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ჩვენ სეზონის კარგი სტარტი ავიღეთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა მომდევნო ტურში გველოდება.

„სერია ა-ში მარტივი მატჩი არ არსებობს, მაგრამ სწორედ იუვენტუსის დონის გუნდთან უნდა დავამტკიცოთ, რომ ამბიციურები ვართ და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია.“