TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტონი:“ ვლაჰოვიჩს გაცილებით მეტი შეუძლია“

ლუკა ტონიმ Il Sole25-თან იუვენტუსის შესახებ ისაუბრა.

„იუვენტუსმა საერთო ჯამში კარგი სტარტი აიღო, 4 მატჩში 8 ქულა და 0 გაშვებული გოლი ცუდი შედეგი არ არის. რა თქმა უნდა, ბიანკონერის მეტი შეუძლია, თუმცა ტიაგო მოტას გუნდის პოტენციალის გამოსაყენებლად გარკვეული დრო დასჭირდება.

„ვლაჰოვიჩი ? მას გაცილებით მეტი შეუძლია და ტიაგო მოტას ფორმაციაში, რომელშიც ის მეტოქე გუნდის კართან გაცილებით ახლოს არის, ვლაჰოვიჩი მეტ გოლს გაიტანს, მას ამის პოტენციალი აქვს.“