TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯენტილე:“ მოტა შესანიშნავი მწვრთნელია, მაგრამ მას დრო სჭირდება, ვლაჰოვიჩს დიდი პოტენციალი აქვს…“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კლაუდიო ჯენტილემ ტურინულ გრანდში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

„ტიაგო მოტამ გასულ წლებში შესანიშნავი შედეგები აჩვენა და დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის სპეციალისტია, თუმცა მას იუვენტუსში თავისი ფილოსოფიის, საფეხბურთო ხედვის დასანერგვად დრო დასჭირდება. იუვენტუსს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ამბიციური გეგმებისთვის იბრძოლოს, თუმცა ამისთვის მოთმინებაა საჭირო.

„ვლაჰოვიჩი ? მან კარიერის საწყის ეტაპზე აჩვენა, რომ ხარისხიანი ფეხბურთელია. ახლა დუშანს რთული პერიოდი აქვს და თავისი რეალური პოტენციალის გამოვლენას ვერ ახერხებს, თუმცა მჯერა, რომ ადრე თუ გვიან ის კრიტიკოსებს გააჩუმებს. დუშანს აქვს ფიზიკა, კლასი, ყველაფერი.“