TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დი ლივიო:“ იუვეს დიდებული სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა, დანილოს სიტუაცია გასაკვირია“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ანჟელო დი ლივიომ ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„იუვენტუსის სატრანსფერო ფანჯრა ? კრისტიანო ჯუნტოლიმ სატრანსფერო ფანჯრაზე შესანიშნავად იმუშავა. გუნდმა ძალიან ბევრი ცვლილება განახორციელა და ვფიქრობ, ახლა ბიანკონერი გაცილებით ძლიერია, ვიდრე გასულ სეზონში.

„კონსეისაუ ? ის ტიაგო მოტას გუნდისთვის იდეალური ფეხბურთელია და მჯერა, ადაპტაციის გავლის შემდეგ ფრანცისკუ იუვეს შეუცვლელი წევრი გახდება.

„ერთადერთი, რაც არ მესმის, დანილოს სიტუაციაა. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და არ ვიცი, რატომ არ ეძლევა მეტი დრო. ეს მისთვის რთული პერიოდია, თუმცა ნამდვილი ლიდერები ასეთ სირთულეებს უმკლავდებიან.

„გატი ? გამიკვირდა, რომ მოტამ კაპიტანის სამკლაური მას მისცა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გუნდს ფედერიკოს მიმართ დიდი ნდობა აქვს.“