TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

UEFA-ს დირექტორი:“ იტალიაში ევროპის ჩემპიონატისთვის მზად მხოლოდ იუვენტუსის სტადიონია“

იტალია და თურქეთი 2032 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადებიან, თუმცა ცუდმა ინფრასტრუქტურამ იტალიას შესაძლოა მასპინძლის სტატუსი დააკარგვინოს.

იტალიაში ახალი სტადიონების აშენება გუნდებისთვის უდიდეს პრობლემად იქცა. ახალი სტადიონის აშენების სურვილი არაერთმა გუნდმა გამოთქვა, თუმცა ბიუროკრატიული პროცედურის გამო პასუხის მიღებას წლები სჭირდება და ხშირ შემთხვევაში გუნდებს უფლება მაინც არ ეძლევათ.

ამ თემაზე კომენტარი UEFA-ს ერთ-ერთმა დირექტორმა მიკელე უვამ გააკეთა.

„იტალიას ევროპის 2032 წლის ჩემპიონატისთვის 5 უმაღლესი დონის სტადიონი სჭირდება, თუმცა ამ მომენტისთვის შესაბამის სტანდარტებს მხოლოდ იუვენტუსის სტადიონი აკმაყოფილებს.

„რომის ოლიმპიკოს გარკვეული რეაბილიტაცია სჭირდება, სან სიროსთან მიმართებაში კი სიტუაცია გაცილებით რთულად არის.

„იტალიამ მასპინძელის სტატუსი 1 წლის წინ მიიღო, თუმცა ამ პერიოდში თითქმის არაფერი შეცვლილა. ახალი სტადიონები იტალიას არა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატისთვის, არამედ შიდა ფეხბურთის განვითარებისთვის სჭირდება. მაგალითისთვის, თურქეთში ბოლო წლებში 13 ახალი სტადიონი აშენდა და ევროპის ჩემპიონატისთვის მხოლოდ 5 მათგანს გამოვიყენებთ.

„ვიცი, რომ ხალხს სტადიონებთან დიდი მოგონებები აკავშირებთ, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი მარადიულები არიან. სან სირო დიდებული მონუმენტია, მაგრამ მილანურ გრანდებს ახალი და თანამედროვე სტადიონები სჭირდებათ.“