TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კორსი:“ იუვენტუსის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის დიდი პატივია“

ემპოლის ვიცე-პრეზიდენტმა რებეკა კორსიმ Tuttosport-თან იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

ტიაგო მოტას პრეს-კონფერენცია იხილეთ აქ.

„იუვენტუსის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის დიდი პატივია, ბიანკონერი იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გუნდია.

„შეხვედრა სრული ანშლაგით ჩაივლის და გვინდა, ჩვენს ქომაგებს სიამაყის საფუძველი მივცეთ. ვიცით, თუ რამდენად ხარისხიანია ჩვენი მეტოქე, თუმცა ჩვენ ჩვენი ძლიერი მხარეების გამოყენებასა და მათთვის სირთულეების შექმნას ვეცდებით.

„მოტას იუვე ? პირველ ტურებში იუვენტუსმა დიდებული შთაბეჭდილება დატოვა, მათ ნათელი იდეები და ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, ამდენი ჩემპიონის წინააღმდეგ თამაში ძალიან სასიამოვნო იქნება.“