TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კაპელო:“ ახალ ფეხბურთელებთან ერთად, მე სხვაგვარი იუვენტუსის მოლოდინში ვარ“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ Corriere della Sera-სთან იუვენტუსის ძლიერ და სუსტ მხარეებზე ისაუბრა.

„როგორც უკვე გამოჩნდა, ტიაგო მოტას გუნდში დაცვის ხაზი კვლავ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება, როგორც ეს მაქს ალეგრის დროს იყო, თუმცა ტიაგოს ნახევარდაცვასა და შეტევაში უფრო მეტის გაკეთება მოუწევს.

„იუვენტუსმა რომასთან არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ახალ ფეხბურთელებთან ერთად გუნდი სულ სხვა ფეხბურთს ითამაშებს.

„ვლაჰოვიჩი ? მისგან როგორც ევროპაზე, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატზე უფრო მეტს ელოდებოდნენ. იმედი მაქვს, ტიაგო მოტასთან ერთად ის თავისი პოტენციალის სრულად წარმოენას შეძლებს.

„კიეზა ლივერპულში ? ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, ფედერიკოს სისწრაფე ინგლისში ძალიან გმაოადგება, ზირკზეეს კი პრემიერ ლიგასთან ადაპტაცია უჭირს, რადგან ის ჯერ კიდევ იტალიური რითმით თამაშობს.

„ალეგრი ? მან იტალიურ ფეხბურთში ისტორია დაწერა და თუ ვინმეს ახალი მწვრთნელი სჭირდება, ის შესანიშნავი ვარიანტია.“