TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პადოვანო:“ ახალი ფეხბურთელების ადაპტაციის შემდეგ, იუვენტუსი იტალიაში ერთ-ერთი ფავორიტი იქნება“

იუვენტუსის ყოფილმა ფორვარდმა მიკელე პადოვანომ მიმდინარე სეზონში ტურინული გრანდის ამბიციებზე ისაუბრა.

„მოტამ პირველივე დღეს ძალიან გამაკვირვა, მას ეყო სითამამე იმისთვის, რომ თავიდანვე ამბიციური მიზნები დაესახა და გამარჯვებაზე ესაუბრა. ტიაგოს კარგად ესმის, რომ გუნდის ისტორია და ამბიციები მწვრთნელისგან სწორედ გამარჯვებას ითხოვს და სხვა ყველა შედეგი მიუღებელია.

„მომწონს, რომ მას ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოყენება არ აშინებს. სავონა, მბანგულა და სხვები ნათელი მაგალითია იმისა, რომ NextGen-ის პროექტი ძალიან სასარგებლოა.

„ვფიქრობ, როდესაც გუნდის ახალწვეულები ადაპტაციას გაივლიან, იუვენტუსი ტიტულისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ ფავორიტი იქნება.“