TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ზირკზეეს კოპმეინერსის ალტერნატივად მოიაზრებს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ბიანკონერის ინტერესი ჯოშუა ზირკზეეს მიმართ სერიოზულია და დიდია ალბათობა, უახლოეს დღეებში კრისტიანო ჯუნტოლი ნიდერლანდელის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგეს.

წყაროს ცნობით, ჯუნტოლი და მოტა ზირკზეეს არა დუშან ვლაჰოვიჩის შემცვლელად, არამედ ტეუნ კოპმეინერსის ალტერნატივად ხედავენ, რომელსაც ფორვარდის უკან შეუძლია თამაში.

შეგახსენებთ, ზირკზეეს გამოსყიდვა ნებისმიერ გუნდს 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია, თუმცა მისი აგენტი საკომისიოს სახით 15 მილიონ ევროს ითხოვს, რის გამოც ფეხბურთელის მილანში ტრანსფერი ჩაშლის პირას არის.

error: დაცული კონტენტი !